მარსელოს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს. Marca-სა და Sport-ის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლას გეგმავს. სამხრეთ ამერიკელს ძალიან უნდა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ისევ ითამაშოს.
„თუ წინადადება იქნება, გთხოვთ, გამიშვათ“ - უთხრა მარსელომ „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს მარსელოს შემცვლელი უკვე შეგულებული ჰყავთ სევილიის „ბეტისში“ - ჟუნიორ ფირპო, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს.
ესპანური მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესი ზაფხულში რევოლუციას გეგმავს და „რეალი“ შეიცვლება. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, „ბლანკოსმა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაც რომ მოიგოს.