უცნაური ამბავი მოხდა. „კარდიფმა“ „ნანტის“ თავდამსხმელ ემილიანო სალასში კლუბისთვის სარეკორდო თანხა, 15 მილიონი გირვანქა გადაიხადა. გარიგება შედგა. არგენტინელი ფეხბურთელი ძველ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ორშაბათს კერძო თვითმფრინავით უელსისკენ გაფრინდა. თუმცა, დაშვებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. მალევე საშველად ორი ვერტმფრენი და მაშველი გემები გააგზავნეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი გაარკვიეს.
„ძალიან შეშფოთებულნი ვართ მომხდარით. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია და ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს ვამბობთ. მთავარია, სალა ჯანმრთელად იყოს.“ - განაცხადა „კარდიფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მეჰმეთ დალმანმა.