ფეხბურთი

17:09 | 2.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ტაკინარდიმ “იუვენტუსზე” ისაუბრა

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ “ატლეტიკოსა” და “იუვენტუსის” გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

“მასიმილიანო ალეგრის გულშემატკივარი ვარ, ვინაიდან გუნდი სწორ გზაზე დგას. “ატლეტიკო” არაა კარგი მეტოქე, როცა შემტევი ფეხბურთის თამაში გსურს. მადრიდელები დაცვითი სტილის ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. დიეგო სიმეონე ჭკვიანი მწვრთნელია. მას ესმოდა შემტევი სტილის ფეხბურთით გამარჯვების მიღწევა რთული იქნებოდა, ამიტომაც დაცვის სიძლიერეზე გააკეთა აქცენტი”, - აღნიშნა ტაკინარდიმ.

“ვფიქრობ ტურინული კლუბისთვის 3-4-1-2 ტაქტიკური სისტემა მისაღები ვარიანტია, როცა მოედანზე ალვარო მორატა იმყოფება, რადგან ტევესისა და ლორენტესგან განსხვავებული თვისებები აქვს”, - დაასრულა ტაკინარდიმ.


დიმა შარიქაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069559