სხვა

15:48 | 22.01.2019 | ნანახია 255 - ჯერ

გაგამარუს მეექვსე გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე ქართველი სუმოიტი თეიმურაზ ჯუღელი კიოკუტაისეის დაუპირისპირდა და მე-6 გამარჯვება მოიპოვა. წლის პირველ სუპერტურნირზე გაგამარუმ იაპონელი მეტოქე ოშიდაშით დაამარცხა.

ქართველ გოლიათს, რომელიც მე-14 განთესვით ირჯება მე-9 მეაგაშირა კიოკუტასესთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორთაბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა, იაპონელს ჩვენებურთან 5 მოგების საპირისპიროდ 3 მაცხი დაუგროვდა.

ამრიგად, გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე 6 მოგება და 4 მარცხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის მოსაპოვებდად, დარჩენილი ხუთი ორთაბრძოლებიდან მინიმუმ ორი უნდა მოიგოს. მომდევნო მეტოქე კი ენჰო იქნება, რომელსაც ერთხელ დაუპირისპირდა და წააგო.

თეგებიგაგამარუ

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117842
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
255