საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები მიუნხენში გაფრინდა, სადაც 23-27 იანვარს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიაში ჩვენგან 6 მსროლელი იასპარეზებს - 3 უფროსებში და ამდენივე ახალგაზრდებში.
შეგახსენებთ, რომ ესაა ამავე ტიპის იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეჯიბრება, რომელსაც 16- 25 მარტს ხორვატია უმასპინძლებს. იქ წასვლის წინ, 2- 15 მარტს გუნდი ბაქოში გაივლის შეკრებას და იქიდან გადაფრინდება ზაგრებში, ქვემოთ დასახელებულ შემადგენლობას კი ამ ორ სტარტზე მარიამ ქობულაშვილიც დაემატება, რათა გოგოებმა ახალგაზრდებში გუნდურ ტურნირშიც იასპარეზონ.
ქალები
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე
ვაჟები
ლევან ქადაგიძე, ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი ცოტნე მაჭავარიანი
ახალგაზრდები
გოგოები
ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე; მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ნინო ხუციბერიძე.
ბიჭები
ახალგაზრდებში ევროპის მესამე პრიზიორი გუნდურში აკაკი მოსულიშვილი.