ჭადრაკი

14:00 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვახტანგიანა"

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საუკუნის მწვრთნელის, ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვახტანგ ქარსელაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები: მიხეილ გიორგაძე, შალვა გოგოლაძე, ჩინეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ძინ იან ჩინი, ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი, დიდოსტატი ზურაბ აზმაიარაშვილი, გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ქართული ჭადრაკის ლეგენდები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და ვახტანგ ქარსელაძის ნათესავები დაესწრნენ.

სტუმრების წინაშე მოხდა ასევე მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფოტოალბომის წარდგენა.

ფოტოალბომის შემოქმედებითი ჯგუფი: გია გიორგაძე, ელენე ბილიხოძე, ნატალია ყიფიანი, ნატალია ღლონტი, სოფიო ნიკოლაძე.

ფოტოგრაფები: დავიდ ლადა, სეირან ბაროიანი, გოგა ჩანადირი, ალექსანდრე კოტორაშვილი, თამარ ყულუმბეგაშვილი, ლაშა გოდუაძე. თარგმანი: თამარ ტაბატაძე.

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორდღიანი ტურნირი "ვახტანგიანა".

ასპარეზობა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: "მწერლები" (ოთარ ჯირკვალიშვილი, გოგი ლორთქიფანიძე, ჯემალ ინჯია, დავით შემოქმედელი) და "ქუთაისი" (ზაქრო ინწკირველი, ზაზა ლომინაძე, აკაკი სონგულია, შოთა მურღულია, გენადი მარგველაშვილი). საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში "მწერლებმა" გაიმარჯვეს! საპრიზო სამეულში გასული მონაწილეები მსოფლიოს ლეგენდარულმა ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.12119