სხვა

14:47 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

AIBA-ს მოწოდება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს

სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) აღმასრულებელი დირექტორი ტომ ვირჯეტსი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მოუწოდებს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევ ასპარეზობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს. ვირჯეტსის განცხადებით, სპორტსმენებს, რომლებმაც მოსამზადებელი გეგმა უნდა შეიმუშაონ, შეფერხებები აზარალებს.

„კვლავაც მზად ვართ IOC-თან სათანამშრომლოდ და ვუპასუხოთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მათ აღელვებთ. სერიოზულად ვეკიდებით შექმნილ მდგომარეობას და მივისწრაფვით იმისკენ, რომ IOC-ის მიერ ჩვენდამი დაკისრებულ ყველა ამოცანას თავი გავართვათ, - განაცხადა ტომ ვირჯეტსმა, - დღეს ჩვენი მოკრივეები ზარალდებიან, რადგან კვლავაც გაურკვეველია, როგორ, როდის და სად უნდა გაიარონ ტოკიოს თამაშებისთვის შერჩევა. სპორტსმენებთან ასე მოპყრობა არასწორია, მათი ინტერესები პრიორიტეტი უნდა იყოს."

AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიების გამო, IOC-მა შარშან, ნოემბრის ბოლოს, ტოკიოს თამაშებზე მოკრივეთა ასპარეზობების ჩატარებასთან დაკავშირებით გეგმები შეაჩერა. ასევე შეაჩერა საკლვალიფიკაციო შეჯიბრებათა სისტემის შემუშავება.

შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელსაც გამოძიების წარმოებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა, მის ხელმძღვანელად კი დაინიშნა IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი.

IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ყველა დაარწმუნა იმაში, რომ კომიტეტი ძალ-ღონეს არ დაიშურებს უახლოეს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის შესანარჩუნებლად.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123308