ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში „კიევოს“ წინააღმდეგ (3:0), 52-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გააცუდა, მეკარე სტეფანო სორენტინომ აუღო.
ამისდაკვალად, კრიშტიანუ, კარიერის მანძილზე, ვერგატანილი პენალტების რაოდენობით, ბარსელონელ ლიონელ მესის გაუთანაბრდა. მათ 25-25-ჯერ ვერ შეძლეს თერთმეტმეტრიანის რეალიზება. ოღონდ, რონალდუს ამისათვის 139 ცდა დასჭირდა, მესის კი - 108.
პორტუგალიელისთვის ეს პირველი გაცუდებული პენალტი გახლავთ „იუვენტუსის“ მაისურით. მანამდე, მან ოთხი ცდიდან, ოთხივე გაიტანა.
მიმდინარე სეზონში, რონალდუმ, სერია A-ს 19 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა.