„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, რამდენიმე კვირიანი ფიქრის შემდეგ, უარი თქვა მადრიდის რეალის წინადადებაზე - გვამცნობს ესპანური Don Balon.
წყაროს ცნობით, გენიალურმა ბელგიელმა, „სამეფო კლუბს“ იმ მიზეზით უთხრა უარი, რომ „სიტიში“ ყველაფერი აკმაყოფილებს.
პრემიერლიგის მომდინარე სეზონში დე ბრუინმა 13 მატჩში სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასით გამოირჩა. „სიტი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს.“