ფეხბურთი

0:44 | 22.01.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ბოატენგი გაიფორმა

ახლა უკვე ოფიციალურად, კევინ პრინს ბოატენგი კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელია. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გუნდი და „სასუოლოც“ ადასტურებენ.

ბოატენგი „ბლაგურანას“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს, ხოლო ზაფხულში მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი.

31 წლის ბოატენგი „სასუოლოს“ რიგებში გასულ ზაფხულს ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ჩაირიცხა. იტალიის სერია A-ში განელმა მიმდინარე სეზონში 15 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:35 | 18.01.2023
ძიუდოო123 (1282)

ეს რა კვერცხობა მოიგონეს ლიფივით რომ აცვიათ ამ ჩემისებს

14:03 | 19.01.2023
ბაგი-რეი (2259)

აშკარად არაა ლიფი. ძუძუს თავებს არ უფარავს

0.121362