25 წლის ამერიკელი გამთამაშებელი კაჰიმ რენსომი სეზონის ბოლომდე "ტიტებში" ითამაშებს.
რენსომმა გასულ სეზონში "ტიტების" ცხრამეტივე თამაშში მიიღო მონაწილეობადა გუნდის სუპერლიგაში გადასვლაში, ბესიკ ლეჟავასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის. (18 ქულა, 6.5 მოხსნა, 5 პასი).
მისთვის არც სუპერლიგაა უცხო 2015-2016 და 2017 წლებში "მგზავრებში" თამაშობდა.
2015-2016 წლების სეზონში საშუალოდ მისი მონაგარი 14.5 ქულას, 6.8 მოხსნას და 5.4 პასს შეადგენდა. მომდევნო წელს მგზავრებს, სეზონის მეორე ნახევარში დაემატა და მისმა საშუალო მაჩვენებელმა- 18 ქულას, 5.5 მოხსნას და 4 პასს მიაღწია.
ასევე, „ტიტები“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დენი აფჩერჩმა დატოვა.







