ფეხბურთი

13:15 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა თოთაძე ირანში ითამაშებს

„დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილი მცველი ლაშა თოთაძე კარიერას ირანში გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელი ამიერიდან „ნასაჯი მაზანდარანის“ ღირსებას დაიცავს, რომლის რიგებში კიდევ ერთი ჩვენებური ირიცხება - გიორგი გველესიანი.

„ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტიც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს რომან ფიფიას, ყველა იმ მწვრთნელსა და სტაფს ვისთანაც აქ მიმუშავია. ასევე კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, სამედიცინო სტაფს, ადმნისტრატორებს, პრეს სამსახურს, სამზარეულოს პერსონალს, დასუფთავების სამსახურს, მინდვრის მომვლელებს და უსაფრთხოების სამსახურს. მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი დიდი სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს ამ დიდ კლუბში. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. მადლობა ჩვენს დიდ ოჯახს, უშუალოდ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს. დინამო იყო და იქნება ჩემს გულში“, - ციტირებს თოთაძის სიტყვებს „დინამოს“ ვებგვერდი.

თოთაძეს „დინამოში“ სამი სეზონი აქვს გატარებული (2014-2015, 2017-2019). იქამდე კი, არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის არიან „დილა“, „სიონი“, „საბურთალო“, „გაგრა“. „დინამო ბათუმი“, უნგრული „დიორი“ და კიევის „დინამო“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101675