ჩვენ უკვე რამდენჯერმე დავწერეთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ ეპატაჟურობით განთქმულ ამერიკელ მკერდზანზარა ლამაზმანზე, კიმ კარდაშიანზე. მით უმეტეს, რომ კიმის ცხოვრება რაღაცნაირად მაინც გადაჯაჭვული სპორტთან და ეს მხოლოდ მისი კალათბურთელი ყოფილი ქმრის, კრის ჰემფრისის გამო არ ხდება.
როგორც იცით, ამ ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთში მოღვაწე ყოფილმა პორნო-ვარსკვლავმა, მია ხალიფამ განაცხადა, ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და საფეხბურთო კლუბ “ვესტს ჰემს“ ენაცვალოს ჩემი მრავლისმახველი ტან-ფეხიო. ეს ამბავი როგორც ჩანს კიმ კარდაშიანმა სათავისოდ გაიგო და ახალი სკანდალური განცხადების “გამოცხობაც“ არ დააყოვნა.
კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ როდესაც მია ხალიფა ათასი ჯურის მამრებს ნებდებოდა, (ვითომ თვითონ იმ დროს ბებოს ბოსტანში მუშაობდა) იგი სერიოზულად იყო დაინტერესებული საფეხბურთო კლუბ “ლივერპულში“ ფული დაებანდებინა. სომხური ფესვების მქონე კარდაშიანი აცხადებს, რომ ფეხბურთი ბევრ ცნობილ ქალზე მეტად უყვარს და სასაცილოდ არ ყოფნის მავანთა (ცხადია მია ხალიფას გულისხმობს) ახლანდელი გამოხდომები.
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კარდაშიანის შეტევას უბრად არც მია ხალიფა დახვდება და გართობის მოყვარულთ წინ დიდი სიამე გველის. თან რა ჯობია, როდესაც ერთურთს ასეთი თვალსაამო და ფერხორციანი ქალები ეპაექრებიან...