ფეხბურთი

0:38 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ ბერნარდუ სილვას დაადგა თვალი

მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი ნახევარმცველით, ბერნარდუ სილვათი დაინტერესდა - გვამცნობს Mirror.

წყაროს ცნობით, ბერნარდუ სილვა იმ კანდიდატთა რიცხვში მოიაზრება, რომლებიც ზაფხულში გადაახალისებენ „სამეფო კლუბს.“ თუმცა, პორტუგალიელი შუახაზელის გადაბირება იოლი არ იქნება, რადგან „ქალაქელთა“ მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მას დავიდ სილვას მემკვიდრედ მიიჩნევს.

24 წლის ბერნარდუ სილვა „სიტიში“ 2017 წელს გადავიდა „მონაკოდან“ 50 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში მან 22 მატჩში ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასის ავტორი გახდა.

0.121422