კალათბურთი

23:15 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძემ პოლონეთის ჩემპიონატში 20 ქულა მიითვალა

დუდა სანაძემ პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ამჯერადაც ვერ იხსნა.

ჩვენებურის გუნდმა "ოსტრუვთან" საშინაო შეხვედრა 80:84 დათმო, სანაძე კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34:36 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

დუდამ 5-დან 2 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

"როსა რადომს" 5 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და პოლონეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 27 იანვარს სტუმრად "გდინიასთან" გამართავს.

0.113625