ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა რიო ფერდინანდი ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აკრიტიკებს. მისი თქმით, იტალიელელი ფეხბურთელი მოედანზე არაფერს აკეთებს - არც დაცვაშია პროდუქტიული და არც შეტევაში.
„მან უნდა განსაზღვროს სათამაშო რიტმი, თუმცა გუნდს საერთოდ ვერ ეხმარება. დაახლოებით 2 ათასი გადაცემა გააკეთა, მაგრამ არცერთი ყოფილა გადამწყვეტი. გარდა ამისა, ის არაა დიდი მცველი, რადგან დიდი გუნდების წინააღმდეგ მოედნის ცენტრში ადვილად იჩაგრება. ბევრსაც არ მოძრაობს. შესაბამისად, დაცვაშიც არაფერს აკეთებს და თავდასხმაშიც არ ეხმარება თავის გუნდს“, - განუცხადა ფერდინანდმა BT Sport-ს.
შეგახსენებთ, ჟორჟინიო „ჩელსიში“ გასულ ზაფხულს „ნაპოლიდან“ მაურიციო სარის დაჟინებული მოთხოვნით გადავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უაზროდ ჯინიანობს სარი და იმას მაინც უნდა ხვდებოდეს, ჩელსიდან თუ გაადგეს, ნორმალური გუნდი მაგას აღარ მიიღებს. დააბრუნოს კანტე თავის ადგილას, იქ სადაც ახლა ჟორჟინიო დგას. იმას კი მართალს ამბობს, ფაბრეს შემცვლელი გვინდაო, ანუ ისეთი ვინმე, ვინც პასების გაკეთებას შეძლებს. ამ სიტუაციაში ისკო მშვენიერი ვარიანტი იქნებოდა.
ჩელსის ფანები იძახდნენ სტარტზე ჟორჟიინიო ტოპ კლასიაო.არადა სუპერ ყ ეა ტიპი.სარის მინუსი ეგაა კარგი მწვრთნელია მაგრამ ტაქტიკურ კრეატივში მოისუსტებს.თავიდანვე დაწყებულმა ტაქტიკამ თუ არ გაამართლა ტიპს არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია.ეგრე იყო ალეგრიც მარა ეგ აზრზე მოვიდა.სარის ფეხბურთს მარტივად აუღეს ალღო პრემიერლიგაში.ცვლილებებია საჭირო.ჩენპიონები ვხდებითო და შეიძლება ლიგის გარეშე დარჩნენ
თავიდანვე ვიძახდი,რომ ჟორჟინიო საყრდენის პოზიციას ინგლისში ვერ გაქაჩავსთქო და აგერ შედეგი
უცებ აუღეს ალღო ბრიტანეთში სარის ფეხბურთს,რომელსაც რამის შეცვილის უნარი უბრალოდ არ გააჩნია.კაცი კანტეს ათამაშებს ცენტრალუდ ნახევარმცველად,რითაც მის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციებს ნიველირებს...აზარი თავდასხმის ცენტრში გადაიყვანა,სადაც ბელგიელს უბრალოდ ფიზიკური მონაცემები არ ჰყოფნის.არ გამოვა აზარის თამაში თავდასხმის ცენტრში ინგლისის ჩემპიონატში,როგორც ეს მერტენსთან გამოვიდა იტალიაში.სარის ამის გაგება არ უნდა.

ისიც მახსოვს,ჩელსის ადგილობრივი გულშემატკივრები რომ მიმტკიცებდნენ,ბარკლი და ლოფტუს-ჩიკი ტოპ დონეზე გავლენო
არადა, ნაპოში თავის საქმეს ნორმალურად ართმევდა თავს ჟორჟინიო. არც აქ დაიწყო ცუდად...