20 წლის ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალში 6:7, 7:6, 7:5, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე როჯერმა 13:11 იმარჯვა, მეორე პარტიაში ჩოგბურთელები ასევე ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ და ამჯერად ციციპასმა 7:3 იმარჯვა. მესამე სეტში 6:5-ზე ბერძენმა მთელი შეხვედრის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა. ხოლო მეოთხე პარტიაში ასევე ტაი-ბრეიკზე ციციპასმა დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამაოვლინა და 7:5 იმარჯვა.
შეხვედრა ისე დასრულდა, როჯერმა ერთი ბრეიკიც კი ვერ შეასრულა, როცა 12 შესაძლებლობა ჰქონდა. ფედერერმა 55 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო სტეფანოსმა - 31.
1/4-ფინალში ციციპასი რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპრიდება, რომელმაც მარინ ჩილიჩს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ციციპასმა 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს ოთხ სეტში 6:3, 3:6, 7:6, 6:4 მოუგო.
როჯერი ამ მარცხით რეიგინტში 1820 ქულას დაკარგავს და ამ წუთისთის მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.