ფეხბურთი

17:15 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "სამ წინადადებაზე უარი ვთქვი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ინგლისური კლუბის დატოვების შემდეგ სამ წინადადებაზე უარი განაცხადა და ეძებს ისეთ გუნდს, რომელიც მისთვის გამოწვევა იქნება.

"დასვენებით ბედნიერი ვარ და ვაპირებ მივიღო ახალი გამოცდილება. ამ ეტაპზე ყველაფერს ვაანალიზებ. უკვე სამ წინადადებაზე ვთქვი უარი, რადგან ეს არ იქნებოდა ისეთი სამუშაო, რომელიც რეალურად მინდოდა. მშვიდად ვარ და რაც უფრო მეტი დრო მექნება, უკეთესად მოვემზადები. შემდეგი კლუბი კი ისეთი უნდა იყო, რომელიც გამოწვევით გამაბედნიერებს." - განუცხადა BeIN Sports-ს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო მანჩესტერული კლუბიდან 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ლისაბონის "ბენფიკამ" პოტუგალიელს სამსახური შესთავაზა, თუმცა მოურინიომ უარი განაცხადა.

0.119325