ფეხბურთი

10:48 | 20.01.2019 | ნანახია 0 - ჯერ

2:1-დან 0:9-მდე - განსხვავება 9 დღიან ინტერვალში

ათი დღის წინ, საფრანგეთის ლიგის თასზე ხმაურიანი სენსაცია მოხდა - პსჟ პარიზში „გენგმამმა“ დაამარცხა და ტურნირიდან გამოთიშა. არადა, ვინ იფიქრებდა, ვარსკვლავებით გაძეძგილ „პარი სენ ჟერმენს“ „პარკ დე პრენსზე“ ის გუნდი თუ მოუგებდა, რომელსაც სათასო ბატალიებისთვის ახლა ყველაზე ნაკლებად ცხელა, რადგან ლიგა 1-ში ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.

თანაც, ტომას ტუხელის გუნდი პრაქტიკულად სასტარტო შემადგენლობით თამაშობდა - მოედანზე იყვნენ ნეიმარი, კილიან მბაპე, ანხელ დი მარია, ტიაგო სილვა და ა.შ.

თუმცა, ჟოსლენ გურვენეკის გუნდმა პარიზში მრისხანე მეტოქე მაინც დაამარცხა. ნეიმარის 62-ე წუთზე გატანილ გოლს სტუმრებმა ორი პენალტით უპასუხეს: 81-ე წუთზე იენი ნ’გბაკოტომ და მსაჯის კომპენსირებულ დროში მარკუს ტურამმა მოახერხეს თავის გამოჩენა.

ალბათ, გაგიკვირდებათ, 10 დღის წინანდელი მატჩი რა მოსატანიაო... მაგრამ, საქმე ისაა, რომ გუშინ ისევ პარიზში, პსჟ და „გენგამი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოღონდ ამჯერად ლიგა 1-ის 21-ე ტურის ეგიდით. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით ორივესთვის, მაგრამ უფრო მეტად სტუმრებისთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. თუნდაც, სათასო დაპირისპირებასთან შედარებით. თუმცა, გურვენეკის ბიჭებმა თითქმის ერთკვირიან ინტერვალში „პარკ დე პრენსზე“ მეორე სასწაული ვერ მოახდინეს - წააგეს.

"გენგამმა" პსჟ-სთან რომ წააგო, რა გასაკვირია, მაგრამ ამ წაგებასაც ხომ გააჩნია?! – 0:9! დიახ, გუნდმა, რომელმაც 10 იანვარს, პსჟ პარიზში 2:1 დაამარცხა, 19 იანვარს იმავე გუნდთან და იმავე სტადიონზე 0:9 წააგო....

ცნობისთვის, 10 იანვარს, საფრანგეთის ლიგის თასზე გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

პსჟ (3-4-3): არეოლა; კერერი, ტიაგო სილვა, ბერნატი; მუნიე, მარკინიოსი (ვერატი 46), დრაქსლერი (დანი ალვეში 75), დიაბი; დი მარია (კავანი 46), მბაპე, ნეიმარი

„გენგამი“ (4-5-1): იონსონი; ტრაორე, კერბრა, ებოა, რებოჩო; კოკო (როდელინი 90), ბლასი (დიდო 75), ფირი, დეუ, ტურამი; მენდი (ნ’გბაკოტო 73)

19 იანვარს, ლიგა 1-ში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ მინდორზე:

პსჟ (4-3-3): ბუფონი; კერერი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (მუნიე 76), ბერნატი (კურზავა 67); დანი ალვეში, ვერატი (დრაქსლერი 19), დი მარია; მბაპე, კავანი, ნეიმარი

„გენგამი“ (4-5-1): კაილარი; იკოკო, კერბრა, ებოა, რებოჩო; ნ’გბაკოტო (ჯილობოჯი 73), დეუ (ბლასი 56), ფირი, დიდო, ტურამი; მენდი (როდელინი 57)

როგორც ხედავთ, გუნდებმა თითქმის იდენტური შემადგენლობით ჩაატარეს ორივე მატჩი. თუმცა, ორი სხვა და სხვა შედეგი დაფიქსირდა. ასეა, ფეხბურთი უცნაური თამაშია, საინტერესო და მიმზიდველიც ამიტომ გახლავთ... ინფორმაციისთვის, პსჟ ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლილს" 13 ქულით უსწრებს, თანაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო "გენგამი" 14 ქულით ბოლო ადგილზეა.

თეგებიპსჟგენგამი

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:26 | 29.05.2014
steven1994 (75)

ეგ ადარდებს ეხლა ალონსოს გუნდმა ლიგა მოიგო

09:59 | 29.05.2014
BEERTRANCE (97819)

თითო თამაშის გამოტოვებას გადაიტანენ რამენაირად.

23:25 | 28.05.2014
champion08 (40)

stripslashes((strlen('http://simulationgame.org')>0?'http://simulationgame.org':'http://simulationgame.org'))
0?'>http://simulationgame.org':'>http://simulationgame.org'))
0?'>http://simulationgame.org':'>http://simulationgame.org'))
0?'>http://simulationgame.org':'>http://simulationgame.org'))

19:50 | 28.05.2014
majlajuna (1024)

ძველ გულშემატკივრებს ეხსომებათ ალბათ, სიმეონე რითი იყო ყველაზე მეტად ცნობილი, მეტსახელიც შესაბამისი ქონდა-დიდი პროვოკატორი

19:58 | 28.05.2014
ბაბუ (11760)

კი მართალია ბექჰემი როგორ ტექნიკურად გააგდებინა მუნდიალზე?მაგრამ ბექHემიც კარგი საჩუქარი იყო,რას აპლაკა ის ფეხი ვერ დაეტია მინდორზე სადაც იწვა?
სხვა რა უნდა ექნა ინტერის და ლაციოს ფეხბურთელს,ტექნიკა და ფიზიკა მაგარი ქონდა,იტალიური სისხლში აქვს და ამიტომაც ვიძახი,ეს ლაციოში ან ინტერში მაგარ თასებსაც დადებს.უფრო ინტერში.

19:28 | 28.05.2014
RMA FANS (3925)

ალონსოსგან რაუნდათ ვერარიან ეგ ჩემ ისე ბი )

18:22 | 28.05.2014
ჯესი (26029)

[color=#CC0000]ალონსო რა ძმაა დაიკიდა უეფა და მისი წესები D [/color]

18:22 | 28.05.2014
italiafun-juventino (12319)

სიმეონეე იუვეში ძალიან მაგარი იქნებოდა!! აი ჩევნი სტილის მწვრთნელია ზუსტად ^_^

18:07 | 28.05.2014
arturi-baierni (24493)

ალონსოს სამუდამო მიეცით D

18:09 | 28.05.2014
El Capitano 7 (35967)

არტურ შვაინაზე რა ხდება ძმა ? რაღაც გაყიდვას უპირებენო ?

18:15 | 28.05.2014
arturi-baierni (24493)

არამგონია ძმა რაც გუშინ წავიკითხე სიმართლეს შეეფერებოდეს 10 მილიონად ამ კაცის გაყიდვა რავი მგონი სამრცხვინოა

18:17 | 28.05.2014
El Capitano 7 (35967)

არა თუ რამე სიამოვნებით მივიღებთ მადრიდში
სისულელეა ძმა შვაინას გაყიდვა პროსტა ჭორი

18:20 | 28.05.2014
arturi-baierni (24493)

გაგიცვლი თუ გინდა ერთ ბიჭში კი იცი შენც D

18:04 | 28.05.2014
პინტურიჩიო10 (12662)

ჩოლო შე ყველაზე მაგარო ვარანი უნდა დაეკალა

18:06 | 28.05.2014
El Capitano 7 (35967)

პირიქით არა ?

17:55 | 28.05.2014
ukleba (17336)

ნო პრობლემ. ალონსო თუ არ იYთამაშებს ბაზელის ან კიდე რავიცი მაგალითად სპლიტის ჰაიდუკის წინააღმდეგ არაა პრობლემა. )


17:53 | 28.05.2014
რაჭა (10043)

როგორმე ორივე გადაიტანს....

17:48 | 28.05.2014
alejandro (44439)

არაუშავს

17:40 | 28.05.2014
დროგბა (16450)

ჩაბი ალონსო კი ღირსია მუნდიალი გამოატოვებინონ

17:54 | 28.05.2014
ukleba (17336)

მაგ ლოგიკით ნეიმარს სულ უნდა აუკრძალონ ფეხბურთის თამაში

17:57 | 28.05.2014
დროგბა (16450)

ნეიმარი მოკრივე არარის ალონსოსგან განსხვავებით)

17:59 | 28.05.2014
El Capitano 7 (35967)

მაგარი მსახიობია სამაგიეროდ
ხოდა კიდევ არც ალონსოა მოკრივე

18:02 | 28.05.2014
პინტურიჩიო10 (12662)

მსახიობი კი არა გან.დ.ნოების ბარიგაა ნეიმარი

18:06 | 28.05.2014
El Capitano 7 (35967)

ორივეს ითავსებს

0.061923