ფეხბურთი

23:22 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანრის ფელაინის დამატება უნდა

"მონაკოს" მთავარ მწვრთნელს ტიერი ანრის ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის მარუან ფელაინის დამატება უნდა. როგორც Metro იუწყება, გუნდის გაძლიერების მიზნით ფრანგმა სპეციალისტმა ფელაინს თავად სთხოვა "მონაკოში" გადასვლა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "მონაკომ" უკვე დაიმატა "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი. ამჯერად კი კლუბს სურს ფელაინი 15 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატოს. ჯერჯერობით უცნობია ინგლისური კლუბის პოზიცია.

ფელაინი მანჩესტერელებმა 2013 წელს "ევერტონიდან" დაიმატეს. მას შემდეგ ბელგიელმა 177 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

0.114361