ფეხბურთი

20:25 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოტამ რონალდუს მიღწევა გაიმეორა

„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველი, დიოგუ ჟოტა, მეორე პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო.

ჟოტამ სამი ბურთი, დღეს, 19 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში, „ლესტერს“ გაუტანა (მესამე 93-ე წუთზე). შეხვედრა კი „მგლების“ გამარჯვებით 4:3 დამთავრდა. ჟოტამ კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გაიმეორა. კრიშტიანუმ, 2008 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას, „ნიუკასლთან“ შეასრულა ჰეთ-თრიქი.

22 წლის ჟოტა „ვულვერჰემპტონში“ გასულ ზაფხულს გადავიდა მადრიდის „ატლეტიკოდან,“ 14 მილიონ ევროდ.

0.679366