ფეხბურთი

20:05 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი მიხალ ბილეკი გახდა

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეხი მიხალ ბილეკი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ბილეკმა. მიხალმა აღნიშნული პოსტზე სტანიმირ სტოილოვი ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

ბილეკი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მცირე ხნით თბილისის "დინამოსაც" წვრთნიდა. ქართული გუნდს ჩეხი სპეციალისტი 2014 წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში, თუმცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "აკტობეს" ბარიერი ვერ გადალახა და მხარეებს შორის ხელშეკრულება გაწყდა. სანაკრებო დონეზე ბილეკი ჩეხეთის ეროვნულ გუნდს 2009-2014 წლებში ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102993