საშინაო სახელბურთო სეზონი განახლდა ზესტაფონში, სადაც უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე წრე დაიწყო დასავლეთის ლიგის ექვსმა გუნდმა. აქ 11-11 ქულით შარშანდელი ჩემპიონი სამტრედია და ვერცხლის პრიზიორი აჭარის გუნდი ლიდერობდნენ, მაგრამ დღეს აჭარელებმა პირველი თამაში წააგეს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებთან“ - 24-32.
თანაქალაქელთა პირველი წრის მატჩი აჭარამ 25-24 მოიგო, ამჯერად კი დამარცხდა და ერთპიროვნული ლიდერობა დაუთმო სამტრედიას, რომელმაც 34-9 დაამარცხა ხელვაჩაურის გუნდი. აჭარამ მეორე მატი კი მოუგო ფოთის „ოქროს ვერძს“ 35-30, მაგრამ დაკარგული ქულებით ჩამორჩა ჩემპიონს. საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი, „შავი ზღვი ბიჭები“ მესამე ადგილზეა. დღესვე ორი მატჩი წააგო აუტსაიდერმა, წყალტუბოს „პრომეთემ“ ქუთაისთან 16-23 და ხელვაჩაურთან, 16-30.
ხვალ, სპორტკომპლექს არენაშ მეორე წრეს იწყებენ აღმოსავლეთის გუნდები. ორივე ლიგა ჯერ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩემპიონებს გამოავლენს, შემდეგ კი დაიწყება ბრძოლა საქართველოს ჩემპიონობისთვის.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ჭაბუკები, 17 წლამდე
დასავლეთი. 19 იანვარი, ზესტაფონი
წყალტუბო - ხელვაჩაური 16-30
აჭარა - ბსბ ბათუმი 24-32
წყალტუბო - ქუთაისი 16-23
აჭარა - ფოთი 35-30
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი-შ. სტურუა,
გ. გველესიანი - თ.ბჟალავა. დელეგატი: გ. გვაზავა
------------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ
სამტრედია---7---6---1---0--221-134--13
აჭარა-----------8---6---1---1--231-193--13
ბსბ ბათუმი---7---5---0---2--169-149--10
ფოთი-----------7---3---0---4--145-149---6
ქუთაისი-------7---2---1---4--145-124---5
ხელვაჩაური--8---2---1---5--171-192---5
წყალტუბო----8---0---0---8---92-233----0
განახლდება 2 თებერვალს, ქუთაისში
12:00 ქუთაისი - სამტრედია, 13:00 ბსბ ბათუმი - ფოთი,
14:00 წყალტუბო - სამტრედია, 15:00 ბსბ ბათუმი- ხელვაჩაური
აღმოსავლეთი: 20 იანვარი, არენა 2
----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ
პეგასი---------7---7---0---0--179-63---14
ყვარელი------7---6---0---1--155-72--12
რუსთავი-----7---5---0---2--175-176--10
ქარიშხალა----7---4---0---3--151-147--8
გორი-----------7---3---0---4--116-137--6
ქარელი--------7---2---0---5--126-156--4
ლაგოდეხი----7---1---0---6---65-137--2
თელავი-------7---0---0---7---93-172--0
5-5 საუკეთესო გადის მეორე ეტაპზე







