ფეხბურთი

15:55 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ალექსანდერ-არნოლდს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ოფიციალურ განცხადებაში ახალი ხელშეკრულების პირობები ნახსენები არაა, თუმცა, ცნობილია, რომ 20 წლის მცველმა გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რადგან გუნდმა ახალი კონტრაქტით ნდობა და მხარდაჭერა გამომიცხადა. როგორც კი წინადადება მივიღე, არ მიყოყმანია, ეს ჩემთვის ყველაზე ადვილი გადაწყვეტილება იყო. ბოლო 18 თვე განსაკუთრებული გახლდათ და იმედია, მომდევნო 19 კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება“, - განუცხადა ინგლისელმა გუნდის ოფიციალურ ვებგვერდს.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. მას შემდეგ ინგლისელმა განაპირა მცველმა „წითლების“ მაისურით 67 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.111545