ფეხბურთი

14:35 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ესპანელი მეკარე გაიფორმა

„დინამო თბილისში“ კიდევ ერთი ესპანელი ლეგიონერი ჩაირიცხა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, დამდეგ სეზონში გუნდის ღირსებას ხოსე პერალესი დაიცავს.

25 წლის მეკარემ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პერალესმა კარიერა „ელჩეში“ დაიწყო. შემდეგ თამაშობდა „კონსტანციაში, „ატლეტიკო ბალეარესში“, „ბინისალემსა“ და „მაფუმეტში“, ხოლო 2018 წლის ივლისიდან „ბადალონას“ კარს იცავდა.

შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ პერალესამდე კიდევ ერთი ესპანელი, 26 წლის შემტევი ფრან კარბია გაიფორმა.

0.112783