ფეხბურთი

12:06 | 19.01.2019 | ნანახია 1059 - ჯერ

მარკო როისი: "გპირდებით, "ბაიერნში" არასდროს გადავალ!"

დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნში“ ფეხბურთელების გაყიდვას რომ აღარ აპირებს, რამდენიმე დღის წინ გამცნეთ. თუმცა, ამის გარეშეც, მარკო როისი „რეკორდმაისტერში“ გადასვლას არ გეგმავს.

გერმანელმა შემტევმა პირობა დადო, რომ მიუნხენურ გიგანტში არასდროს გადავა. ეს ყველაფერი FAZ-თან ინტერვიუში:

„მე „ბაიერნში“? არასდროს! „ბაიერნში“ ვერ მიხილავთ, გპირდებით“, - თქვა მარკომ და „დორტმუნდის“ ფანები ალბათ, ძალიან გაახარა.

შეგახსენებთ, რომ „ყვითლებიდან“ მიუნხენელებს ბოლო პერიოდში მარიო გიოტცემ, მატს ჰუმელსმა და რობერტ ლევანდოვსკიმ მიაშურეს. გიოტცეს კი ცოტა ხანში უკან დაბრუნება მოუხდა და ახლა ისევ დორტმუნდელთა მაისურით ირჯება.

რაც შეეხება როისს, 29 წლის შემტევი „დორტმუნდის“ აკადემიაში 1996-2006 წლებში ირიცხებოდა. პროფესიონალურ დონეზე კი „ალენის“ (2007-2009), „გლადბახისა“ (2009-2012) და „“დორტმუნდის“ (2012-დან დღემდე) დაუცავს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:14 | 19.01.2019
Sport With pleasure (4571)

ერთგული . კაცი|

17:09 | 19.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მარკოს ტრავმები რომ არა ბუნდესლიგის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელს ვიხილავდით.ოქროს ბურთი და ტიტულებიც არ იქნებიდა შორს უმაღლესი კლასი იყო დღესაც მაღალ დონეს დებს მაგრამ ის როისი ვეღარაა რაც ტრავნებამდე იყო.გუნდს რო არ დატოვებს ეგ იასნია

15:48 | 19.01.2019
professional_valuer (241)

ამ ასაკში კი არ უდნა ამბობდეს ბაირენში აგარასოდეს გადავალო აი დორტმუინდში გადავიდა თუარა პირველივე სეზონში უნდა ეთქვა თორე ბავარია ბებერ ტრამვიანს რო არ იყიდის ფაქტია, ეგ იგივეა 80 წლის ბაბუმ ღმერთს რო შეპირდეს ქალებში აღარასოდეს ვიგულავებო

12:44 | 19.01.2019
rigeli (1147)

ა ბიჯო კაცი. აბა ეს არის კარგი ჩვენი ტორპედოს ფეხ....ბი ერთმანეთს ასწრებენ რომ დინამოში გადავიდნენ

12:23 | 19.01.2019
FC.BAYERN+GERMANY (10046)

და შეგეწერება უარესად თუ ყრეალშI გადახვალ

13:29 | 19.01.2019
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

D:ლეზე კიდია რეალს უკვე ეს ლიგა
3 წელია ზედიზედ კუზავს ბაიერნს

12:22 | 19.01.2019
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ჯიგარი ხარ

0.139247