ფეხბურთი

2:22 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშება ზამთრის პაუზას შემდეგ განახლდა. მეორე წრემ სტარტი ზინსჰეიმში აიღო, სადაც „ჰოფენჰაიმმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და იბრძოლა, მაგრამ წააგო.

ნიკო კოვაჩის გუნდი პირწველი წრის ბოლოს ფერზე მოვიდა და როგორც ჩანს, ერთთვიანმა პაუზამაც არ ამოაგდო ტონუსიდან. „რეკორდმაისტერმა“ „ვირსოლ არენაზე“ რთული გასვლითი თამაში მოიგო. მატჩის გმირი ლეონ გორეცკა იყო, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს დუბლი გაიფორმა. „ჰოფემ“ მეორე ტაიმში სცადა თამაშის გადარჩენა. მალევე, შულცის გოლით ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა, თუმცა, გოლი, რომელიც ქულას მოუტანდა, ვეღარ გაიტანა. არადა, „სოფლელებს“ ჰქონდათ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი, თუმცა მანუელ ნოიერი ირჯებოდა კარგად, ხანაც სიზუსტე დააკლდათ მასპინძლებს.

ეგ კი არა, ბოლოს, აქეთ გაუშვეს და საბოლოოდ, „ბაიერნმა“ 3:1 გაიმარჯვა. შედეგად, კოვაჩის შეგირდება 2019 წელი კარგ ხასიათზე დაიწყეს და ლიდერ „დორტმუნდთან“ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს. ლუსიენ ფავრის გუნდი მე-18 ტურის მატჩს დღეს, ლაიფციგში, ადგილობრივ გუნდთან ჩაატარებს.

ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 1:3 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 გორეცკა (34), 0:2 გორეცკა (45), 1:2 შულცი (59), 1:3 ლევანდოვსკი (87)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111668