ჭადრაკი

21:43 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას ვერცხლი პრაღაში

ქართველი მოჭადრაკე ნიკოლოზ კაჭარავა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

კაჭარავამ 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და მეორე-მეექვსე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეორე იყო.
მე-12 განთესვის მქონე ქართველი მოჭადრაკე მხოლოდ ევგენი პოსტნის (ისრაელი, 2623) ჩამორჩა, რომელიც რეიტინგით კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებდა და 8.0 ქულით დამაჯერებლად იმარჯვა.
პრაღის ტურნირზე კიდევ 4 ქართველი ირჯებოდა, რომელთა შედეგებიც ასე გამოიყურება: 31. ლუკა ობოლაძე (2295) – 5.5 ქულა; 68. ნიკოლოზ ჩხაიძე (2290) – 4.5; 102. ლილე ქორიძე (2034) – 4.0; 115. ეკატერინე ფიფია (1963) – 4.0;

0.130443