ფეხბურთი

16:42 | 18.01.2019 | ნანახია 1400 - ჯერ

გიორგი ჭანტურიამ "ურალი" დატოვა

გიორგი ჭანტურიამ „ურალი“ დატოვა. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა.

„ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ ჩვენი გუნდი დატოვა. სამწუხაროდ, ორმა სერიოზულმა დაზიანებამ მას მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა. მადლობას ვუხდით გიორგის გუნდში გაწეული პერიოდისთვის, სამუშაოსთვის და მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ, ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე“, - ნათქვამია ეკატერინბურგელთა განცხადებაში.

25 წლის გიორგი ჭანტურია „ურალს“ 2016 წელს „დუისბურგიდან“ შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა შემტევმა რუსული გუნდის ღირსება ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 32-ჯერ დაიცვა და 7 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდი ქართველი ფეხბურთელისთვის უიღბლო გამოდგა, რადგან ორი მძიმე ტრავმა გადაიტანა და 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:53 | 19.01.2019
xandakeli (1759)

სტაბილურად თავის გუდში მოთამაშე ქართველები ძალიან ცოტა დარჩა

21:34 | 18.01.2019
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

აუ როდის თამაშობდა )
ყაზახეთს ეს არ იკადრებს იქ არ წავა
არც ოქრიაშვილი არ წავა ის დერსკია თუ არ იგულავა ისე ლეობაა მაგისთვის

16:48 | 18.01.2019
salazar (1835)

ბურვაკ შედი რა ფორმაში. იქნებ ფორვარდად გნახოთ ნაკრებში.

0.12866