ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელი უმარ ნიასე კარიერას „კარდიფ სიტიში“ გააგრძელებს. როგორც უელსური გუნდის ვებგევრდი იტყობინება, სენეგალელთან მიმდინარე სეზონი ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
ნიასეს დებიუტი პრემიერლიგის 23-ე ტურში „ნიუკასლ იუნაიტედთანაა“ მოსალოდნელი. აფრიკელი ფორვარდი „კარდიფში“ 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უმარ ნიასემ მიმდინარე სეზონში „ევერტონის“ ღირსება 7-ჯერ დაიცვა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.