ფეხბურთი

15:07 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, ვიდრე პირველად" - კობიაშვილმა კანდიდატურა დაარეგისტრირა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოქმედ პოსტზე დარჩენას აპირებს და პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრიდა. როგორც სფფ-ს პრესსამსახური გვამცობს, მის კანდიდატურას მხარი სფფ-ში ფეხბურთის ფედერაციის 27-მა სუბიექტმა დაუჭირა.

ამ დროისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებული მხოლოდ კობიაშვილია. ნიშნადობლივია, რომ რეგისტრაცია 21 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება.

სფფ-ს პრეზიდენტს 15 თებერვალს, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე აირჩევენ და გამარჯვებული კანდიდატი აღნიშნულ პოსტს 4 წლის ვადით ჩაიბარებს. კობიაშვილმა განაცხადა, რომ დღეს უფრო მოტივირებულია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას:

"დღეს უკვე ოფიციალურად შევიტანე განაცხადი კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ და არანაკლებ, მოტივირებული ვარ ვიდრე ეს პირველ ჯერზე იყო.

პირველ რიგში, ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მათ კიდევ ერთხელ დამიჭირეს მხარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდთან და სრულიად საფეხბურთო სამყაროთან ერთად საზოგადოებას ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. როგორც ჩემი ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი.

ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული მაქვს. თუ კიდევ ერთხელ მომეცემა იმის საშუალება, რომ ვუხელმძღვანელო ჩემთვის საყვარელ სფეროს ეს ძალიან დიდი პატივი იქნება", - ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგევრდი.

კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმაც გააკეთა:

"28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2019 წლის რიგით ყრილობის თარიღად 15 თებერვალი განსაზღვრა. ამასთან ერთად არის საარჩევნო წელი და აირჩვიან აღმასკომის წევრები მომდევნო ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტობის კანდიდატურად რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღეა დარჩენილი და ამ დროისთვის სფფ-ის 30 წევრიდან 27-მა შემოიტანა განაცხადი. და ყველა მათგანი მხარს ლევან კობიაშვილს უჭერს. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მედია საშუალებებსა და საზოგადოებას უკვე დასრულებული პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის", - თქვა მუჯირმა.

0.112962