საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერ „ფერენცვაროშში“ გააგრძელებს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინაც ვწერდით, თუმცა, დღეს ტრანსფერმა ოფიციალური სახე მიიღო.
გავრცელებული ცნობით, „ფერენცვაროშმა“ 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ევრო გაიღო. კლუბის ოფიციალურ განცხადებში კი, კონტრაქტის ვადაზე არაფერია ნათქვამი.
დვალმა უნგრეთში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ბევრი არ უფიქრია, როდესაც ეს წინადადება მიიღო. ასევე, ხაზი გაუსვა სერგეი რებროვის მნიშვნელობას.
ლაშა დვალი პოლონურ „პოგონში“ 2017 წლიდან თამაშობდა, 49 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. იქამდე „რედინგის“, „კასიმფაშას“, „დუისბურგისა“ და „სლასკის“ რიგებში უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება "ფერენცვაროშს", უნგრეთში დიდი გუნდია და ქვეყნის ჩემპიონობა 29-ჯერ აქვს მოპოვებული. მიმდინარე სეზონშიც ახლოსაა ტიტულთან - 18 ტურის შემდეგ 39 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ვიდეოტონს" 5 ქულით უსწრებს. საინტერესოა, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულში ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვი გახლავთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შენ იცი წარბაა
მიდი სამიანიც დაიყენე და ეგაა რა!! დიდი მომავალი ელის წარბას!! წარმატებები!!
მიკვრის ამის დათრევა არავის რომ უნდოდა ტრმავებმა თუ არ შეუშალა ხელი თავის პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესო იგროკი გახდება 2 წელში კიდე საუკეთესო ლიგაში
ამის დასათრევად წელს ლეიკერს ყველაფერი უნდა ეღონა...
ლიგის მომავალი, ძალიან მაგარი ბიჭია.. მაგრამ ცენტრი არაა მძიმე ფორვარდია
აუ როგორ მევასება ტო ლავის ნაცვალდ გაასწორებდა მარა სადაა.