გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა 2019 წლის პირველი სუპერტურნირის მე-6 დღეს მე-4 გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ირჯება.
გაგამაუს უმდაბლესი მე-14 განთესვა აქვს, ამდენად, სეკიტორის წოდების შესანარჩუნებლად აუცილებელი კაჩი-კოშის დაფიქსირება (დადებითოი ბალანსი) სჭირდება.
ქართველმა სუმოისტმა მიზნისკენ მორიგი ნაბიჯი დღეს გადადგა, როდესაც ჯურიოს მე-13 ნომერ კიოკუშუჰოს იორიკირით აჯობა, ხვალ კი, ძალებს მე-10 რეიტინგის მქონე ტობიძარუსთან მოსინჯავს, ვისთან ურთიერთშეხვედრებშიც 0:2 მარცხდება.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში წაუგებელი მხოლოდ 2 მონაწილეღაა: იოკოძუნა ჰაკუჰო და დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ონოშო.
უახლოეს მდევართა შორის ვერ ვხედავთ ვერცერთ ოძეკის, ჰაკუჰოს გარდა კი, დიდი ჩემპიონი სხვაც აღარაინ გვყავს. საქმე ის გახლავთ, რომ კისენოსატოს კვალად (მან საერთოდაც კარიერა დაასრულა), ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო კაკურიუც მოიხსნა.