ჩოგბურთი

12:20 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ ვოზნიაცკი დაამარცხა

მარია შარაპოვამ ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, რეიტინგის მესამე ნომერი ქეროლაინ ვოზნიაცკი 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ქეროლაინი 4:1-ს იგებდა, მაგრამ მარიამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. მეორე პარტიაში 5:4-ზე ვოზნიაცკიმ ბრეიკი შეასრულა. მესამე გადამწყვეტ სეტში შარაპოვამ ორი უპასუხო ბრეიკი გააკეთა.

მაშამ ბოლო 18 თვის განმალვობაში პირველად ტოპ სამის მოთამშე დაამარცა.

1/8-ფინალში შარაპოვას მეტოქე ავსტრაიელი ეშლი ბარტი იქნება.

0.121735