თამაშგარე

13:16 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ქალი მამაკაცთა გუნდის მწვრთნელად

გერმანიის რანგით მეხუთე დივიზიონის კლუბი “კლოპენბურგი“ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც კლუბისა ისტორიაში გუნდის მთავარი მწვრთნელი პირველად გახდა ქალი. თან ქალიცაა და ქალიც, “კლოპენბურგის“ 30 წლის მწვრთნელი, იკე ბიბენხორსტი როგორც იტყვიან, “გავით ნაკვერცხალს იღებს“.

როდესაც ფროილაინ იკეს ჟურნალისტებმა კითხეს, ქონდა თუ არა პრობლემა გენდერული კუთხით სხვაობაზე, მან არცთუ მოულოდნელად, თუმცა ნახევრად ხუმრობით (ისე კი, რა ვუთხარით ხუმრობას, სადაც სიმართლე არ ურევია) განაცხადა: “რა თქმა უნდა არა. მე პროფესიონალი ვარ. შემადგენლობას კი პენისის ზომის მიხედვით ვარჩევ“-ო.

აბა ასეთი “მამალი“ ქალის გაწვრთნილი გუნდი რა სიმაღლეებსაც შეეპოტინება, ადვილი გასაგები უნდა იყოს. ფაქტი კი ისაა, რომ იკე ბიბენჰორსტის დამოძღვრილი ბიჭები როგორც ჩანს ფეხბურთზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ და სწორედ ამიტომაც, ქვემო საქსონიის რეგიონულ ჯგუფში ბოლო - მე16-ე ადგილს იკავებენ. “კლოპენბურგის“ მობურთალებს რაკი წარმატების მცირე შანსიც კი არა აქვთ, რაღაც-რაღაც ადგილების ზომვა-დატოლების დრო ნამდვილად ექნებათ...

0.151103