„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს 2015 წელს, მოჰამედ სალაჰის „რომაში“ გაყიდვის შესახებ უამბო.
„ამ ისტორიის გამო, ბევრი ტყუილი ითქვა. ზოგიერთებს უნდათ ისეთ მწვრთნელად წარმომაჩინონ, რომელმაც თავის დროზე სალაჰი გაყიდა. მაგრამ ყველაფერი პირიქითაა. მე ის „ბაზელთან“ მატჩში შევნიშნე და ხელმძღვანელებს მისი შეძენა ვთხოვე. მიუხედავად იმისა, რომ აზარი და ვილიანი გვყავდა.
რაც შეეხება ეგვიპტელის „რომაში“ გაყიდვას, ეს კლუბის გადაწყვეტილება იყო და არა ჩემი.“ - უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა Tribal Football-ს.
სალაჰი პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეგოლე გახდა „ლივერპულის“ შემადგენლობაში (32 ბურთი 36 მატჩში). მიმდინარე სეზონში კი, 14 გოლით, არსენალელ ობამეიანგსა და ტოტენჰემელ კეინთან ერთად, ისევ სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას.