ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა 2022 წლისთვის გაიზარდოს. ინფანტინოს განცხადებით, ისინი ამ იდეაზე მუშაობენ, თუმცა, ყველაზე კარგი ვარიანტი 2026 წლის მუნდიალი იქნება.
„2026 წლიდან მონაწილეთა რიცხვის გაზრდა ყველაზე კარგი ვარიანტია, თუმცა ასევე ვსწავლობთ 2022 წელს 48-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების იდეას. ფედერაციათა უმეტესობა ამ გადაწყვეტილებას ემხრობა, მაგრამ ჩვენ უნდა შევისწვალოთ ორგანიზატორთა შესაძლებლობები.
რა თქმა უნდა, ყატარს გაუჭირდება 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა, ამიტომ, გვაქვს იდეა, რომ რამდენიმე მატჩი მეზობელ ქვეყნებში ჩავატაროთ“, - განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, მუნდიალზე ამჟამინდელი დებულებით 32 გუნდი თამაშობს. ამ რაოდენობის გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998 წლიდან თამაშობენ, ხოლო იქამდე ფინალურ ეტაპი 24-გუნდიანი გახლდათ.