ფეხბურთი

0:20 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "საუკეთესო გუნდი, რომელიც მყავდა, "ინტერი" იყო"

ჟოზე მოურინიომ კომენტატორობა და საფეხბურთო მიმომხილველობა დაიწყო ტელეკომპანია BeIN Sports-ზე. თუმცა, ეს დროებითია, რადგან ჟოზე სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას აპირებს.

როგორც „განსაკუთრებულმა“ განაცხადა, უნდა, რომ ისევ დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს:

„მინდა მწვრთნელობა, მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ კარიერის დასრულებისთვის. დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, მაგრამ 56 წლის მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გავხდი. მინდა ფეხბურთში მაღალ დონეზე დავრჩე.

„მანჩესტერი“? - შარშან პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავედით, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ქულა მოვიპოვეთ. ზოგი ფიქრობს, რომ გიჟი ვარ, მაგრამ 25 ტიტული მოვიგე. ხალხმა არ იცის რა ხდება სცენის უკან, მხოლოდ ტელეკამერებს ხედავენ და სხვა ანალიზს აკეთებენ.

ძალიან ადვილია კარგად თამაში გამარჯვების გარეშე, ძალიან ადვილია ფეხბურთში გაატარო საკუთარი იდეები შედეგების გარეშე. ხალხი, რომლებიც იმარჯვებენ, ამას უწყვეტობით აკეთებენ, რადგან შეიძლება ერთხელ მოახერხო იზოლირებული გამარჯვება, მაგრამ ეს სხვა რამეა. თუ ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მწვრთნელებზე, როგორებიც გვარდიოლა, ანჩელოტი და ამ კატეგორიის მწვრთნელებია, რომელშიც მეც შევდივარ, მათ ზურგს ბევრი გამარჯვება უმაგრებთ.

საუკეთესო გუნდი, რომელიც მყოლია? – „ინტერი“. ჩვენ მოვიგეთ ყველა ტიტული და ეს გავაკეთეთ იმის ხარჯზე, რომ იმ ეპოქის უძლიერესი გუნდი, „ბარსელონა“ დავამარცხეთ“, - განუცხადა მოურინიომ BeIN Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112736