ფეხბურთი

0:00 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" ორი ტრანსფერი განახორციელა

"სევილიამ" "ზალცბურგის" და "აიაქსის" ფეხბურთელები მუნას დაბური და მაქსიმილიან ვიობერი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მუნასი ისრაელის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელია, რომელიც მიმდინარე სეზონს ავსტრიულ კლუბში დაასრულებს და ანდალუსიელთა ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან დაიცავს. ვიობერი ზაფხულამდე "სევილიაში" იჯარის წესით ითამაშებს და უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მცველი გუნდში 2023 წლამდე დარჩება.

ვიობერი "რაპიდის" აკადემიის აღზრდილია და "აიაქსმა" 2017 წელს დაიმატა. მიმდინარე სეზონში მაქსიმილიანმა 16 მატჩი ჩაატარა. დაბური "ზალცბურგში" 2016 წელს "გრასჰოფერსიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 110 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114513