ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იტყობინებიან. უელსელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება მადრიდის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში წარმატებით გაიარა და „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება.
რემზი ტურინელებმა 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და 28 წლის უელსელი სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ აარონი „იუვენტუსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რემზიმ „არსენალის“ რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.