ფეხბურთი

18:30 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" კვირკველია 15 მილიონ ევროდ არ გაყიდა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ილია გერკუსი Sport-express-თან საუბარში ამბობს, რომ სოლომონ კვირკველიას გაყიდვის წინააღმდეგ მთავარი მწვრთნელი იური სიომინი იყო.

მისი განცხადებით, „ლოკომოტივმა“ ქართველი მცველი შესახებ 15-მილიონიანი შეთავაზება მიიღო, მაგრამ სიომინმა ტრანსფერი დაბლოკა.

„ჩვენ მივიღეთ 15-მილიონიანი წინადადება სოლომონ კვირკველიას შესახებ. თუმცა, მთავარი მწვრთნელი კატეგორიულიად წინააღმდეგი იყო დაცვის ხაზის მნიშვნელოვანი წევრი გაყიდვის. ჩვენ გვესმოდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გვეთამაშა და ჩვენი მთავარი მიზანი ფეხბურთელების გაყიდვა არაა. ამიტომ, სოლომონი დარჩა“, - თქვა გერკუსმა.

შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველიას გასულ ზაფხულს ინგლისური „ლესტერ სიტი“ იწვევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11659