კატალონიის „ბარსელონა“ ფეხბურთელებზე დაკვირვებას განაგრძობს. ამჯერად ესპანური გრანდი მექსიკელი შემტევის, კარლოს ველას დამატებას გეგმავს. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ „ლოს ანჯელესის“ მოთამაშის დამატებაზე თანხმობა განაცხადა.
კარლოს ველას ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. იგი „სალამანკაში, „ოსასუნასა“ და „სოსიედადში“ წლების განმავლობაში ირჯებოდა.
29 წლის ველას გარდა, „ბარსელონა“ კრისტიან სტუანსა და ლუკა იოვიჩს აკვირდება.