ფეხბურთი

16:30 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილეს გადაბირება ინგლისურ კლუბებს სურთ

იტალიური „ლაციოს“ თავდამსხმელის ჩორო იმობილეს გადაბირება ინგლისურ კლუბებს სურთ. Il Messaggero-ს ინფორმაციით 28 წლის ფორვარდს „ლივერპული“ და „ჩელსი“ აკვირდება.

როგორც გამოცემა იტყობინება, კვირას „წითლების“ სკაუტები ნეაპოლში ჩავლენ და „ნაპოლი“ - „ლაციოს“ დაპირისპირებისას იმობილეს თამაშს დააკვირდებიან.

რაც შეეხება მეორე ინგლისურ კლუბს, - „ჩელსი“ იტალიელზე მას შემდეგ გადაერთვება, თუ „მილანთან“ გონსალო იგუაინის ტრანსფერი ჩაიშლება.

ტრანსფერმარკეტის მიხედვით იმობილეს ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. 28 წლის მოთამაშემ „ლაციოს“ შემადგენლობაში 112 მატჩი ჩაატარა და 80 გოლის გატანა მოახეხა, მათ შორის 13 მიმდინარე სეზონში გაიტანა.

0.121423