ფეხბურთი

15:16 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტოილოვი ყაზახეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ბულგარელმა სპეციალისტმა, სტანიმირ სტოილოვმა ორმხრივი ხელშეკრულება გაწყვიტეს. მას ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა.

სტოილოვმა ყაზახეთის ნაკრები 2018 წლის მარტში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ყაზახებმა სამი ამხანაგური მატჩი და უეფას ერთა ლიგის ტურნირი ითამაშეს, სადაც D ლიგის პირველ ჯგუფში, მეორე ადგილი დაიკავეს საქართველოს ნაკრების შემდეგ.

მანამდე სტოილოვს „ლევსკიში,“ „ლიტექსში,“ „ასტანაში,“ „ანორთოსისში“ და ბულგარეთის ნაკრებში უმუშავია. 2015 წელს „ასტანა“ პირველი ყაზახური კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114328