ჩოგბურთი

14:23 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის თასზე შაფათავას გარეშე?

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩებს 6-9 თებერვალს, ინგლისის ქალაქ ბათში, ადგილობრივი უნივერსიტეტის დახურულ კორტებზე ჩაატარებს.

ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფში ხორვატიასთან, თურქეთთანა და სერბეთთან ერთად მოხვდნენ, A ჯგუფი კი უნგრეთმა, საბერძნეთმა, სლოვენიამა და დიდმა ბრიტანეთმა დააკომპლქტეს.
აღნიშნული ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან, გამარჯვებული კი მსოფლიო თასის II-ში გადასასვლელად პლეი-ოფში ჩაერთვება.
ამავე პრინციპით ჯგუფების აუტსაიდერები იმ ნაკრებს გამოავლენენ, რომელიც ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში აღმოჩნდება.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებში არ ფიგურირებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გუნდის უცვლელი წევრი სოფო შაფათავა. ყოველ შემთხვევაში, ფედერაციის თასის ოფიციალურ ვებგვერდი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს.
სამაგიეროდ, ნაკრების განაცხადშია შეყვანილი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი, რომელიც ამავდროულად გუნდის კაპიტანიც გახლავთ. შემადგენლობაში არიან ეკატერინე გორგოძე, მარიამ ბოლქვაძე, ოქსანა კალაშნიკოვა და ზოზია ქარდავაც.
აქვე ჩვენებურთა მეტოქეების შემადგენლობებზეც ვთქვათ.
ხორვატია: დონა ვეკიჩი, იანა ფეტი, ტენა ლუკასი, ანა კონიუხი, დარია იურაკი.
თურქეთი: პემრა ოზგენი, კაგლა ბუიუკაკჩაი, აილა აკსუ, იპეკ სოილუ, ბერფუ ჩენგიზი.
სერბეთი: ალეკსანდრა კრუნიჩი, ოლგა დანილოვიჩი, ივანა ჯოროვიჩი, ნინა სტოიანოვიჩი.

0.114135