ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 4 ქართველი მოჭადრაკეცაა ჩართული.
9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის 7 ტურის თავზე ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ კაჭარავას (2397) აქვს, რომელიც 5.5 ქულით მესამე-მეათე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეოთხეა.
ბოლოსწინა მე-8 ტურში, რომელიც დღეს შედგება, კაჭარავა შავი ფიგურებით ინდოელ მარი ან გომესს (2296) ეთამაშება.
ლუკა ობოლაძესა (2295) და ნიკოლოზ ჩხაიძეს (2290) აქტივში 4.5-4.5 ქულა აქვთ და დამატებითი მაჩვენებლებით, 28-ე და 30-ე ადგილები უკავიათ, ლილე ქორიძე (2034) 3.5 ქულით 75-ეა, ხოლო ეკატერინე ფიფია (1963) 3.0 ქულით – 126-ე.
პრაღის ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ისრაელის წარმომადგენელი ევგენი პოსტნი (2623) გახლავთ 6.5 ქულით, მეორე ადგილზე კი უკრაინელი არტურ ფროლოვია (2430) – 6.0 ქულა.