თამაშგარე

10:46 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მია ხალიფამ “არსენალის“ მოთამაშეს მუხლებზე დგომა დაუწუნა

ცოტა ხნის წინ, დიდის რუდუნებით გამცნეთ, რომ ბრიტანელი ყოფილი პორნო-ვარსკვლავი მია ხალიფა, ინგლისის საფეხბურთო პრემიერ-ლიგის ერთგვარი სახე გახდა და ლონდონური “ვესტ ჰემ იუნაიტედის“ თავგადაკლული ქომაგის იმიჯიც ისე მშვენივრად მოირგო - თქვენი მოწონებული.

ამ ორიოდე დღის წინ კი, მას შემდეგ რაც ლონდონურ დერბში მიას საყვარელმა “ჩაქუჩებმა“ ბობოლა “არსენალი“ დაამარცხეს და “მიაჩაქუჩეს“, მია ხალიფამ სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ “მეთოფეების“ ფრანგი მობურთალის, მატეო გენდუზის მისამართით ისეთი პოსტი დაწერა, რასაც ახლა მთელი საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო საზოგადოება განიხილავს.

მიამ მენდუზის “ქალიშვილი“ უწოდა და ისიც დაუწერა, რომ მისი პორნო-მოღვაწეობის პერიოდში, ანუ 2014 წელს, უფრო ცოტა ხნის მანძილზე იდგა მუხლებზე, ვიდრე მატეო გენდუზი, “ვესტ ჰემთან“ მატჩისას 90 წუთის განმავლობაში. ასეთი გაქანებისა და წარსულის მქონე ქალი ცნობილ ფეხბურთელს მუხლებზე დგომას რომ დაგიწუნებს, წესით ნამეტანი უნდა გეწყინოს...

0.118224