ლონდონის „ჩელსი“ ტურინის „იუვენტუსს“ არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკა - გვამცნობს იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებგვერდი.
„არისტოკრატები“ 31 წლის იგუაინს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
მიმდინარე სეზონი არგენტინელმა „მილანში“ დაიწყო და ყველა ტურნირში, 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა.