კვიპროსის თასის 1/8 ფინალში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“, რომლის ღირსებას ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე იცავენ, „ენოსის“ უმასპინძლა, რომლის რიგებშიც ირაკლი მაისურაძე თამაშობს.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა მსაჯის კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 3:2 მოიგეს. იქამდე კი ფამაგუსტელთა შორის, თავის გამოჩენა მიქელთაძემ მოასწრო.
26-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბექა ფლანგური გადაცემის შემდეგ დასწრებაზე ჩინებულად გაისარჯა და ერთი შეხებით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მიქელთაძეს ამის შემდეგაც ორჯერ შეეძლო გოლის გატანა - ჯერ მეკარემ აჯობა, მერე კი ძელს გაარტყა ბურთი.
საბოლოოდ, „ენოსისმა“ თამაში შემოატრიალა და საპასუხო მატჩის წინ კარგი უპირატესობა შეიქმნა.
„ანორთოსის“ რიგებში გოლის ავტორმა მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაჭარავა მოედანზე 72-ე წუთამდე იმყოფებოდა. „ენოსის“ შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა მაისურაძემ, რომელიც 65-ე წუთზე გააფრთხილეს. ამ გუნდთა საპასუხო შეხვედრა 23 იანვარს გაიმართება და სწორედ მაშინ გაირკვევა მეოთხედფინალისტის ვინაობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შვედი ლომია. ოღონდ ის არა, სტოკჰოლმის ზოოპარკში როა წამოკოტრიალებული ))
მაინც ვერ გავიგე - ამან დაალაგა გუნდი თუ პიოლიმ ბოლობოლო ? ))