ფეხბურთი

0:43 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ბედნიერი ვარ, რომ "იუვეში" პირველი ტიტული მოვიგე"

კრიშტიანუ რონალდუმ იტალიურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო - იტალიის სუპერთასი. „იუვენტუსმა“ „მილანი“ სწორედ პორტუგალიელი ვარსკვლავის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

კრიშტიანუმ ტიტულის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ბედნიერია, თუმცა გუნდმა მუშაობა მშვიდად უნდა გააგრძელოს.

კარგად ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით მიუხედავად იმისა, რომ რთული თამაში იყო, განსაკუთრებით კი სიცხის გამო. ბედნიერი ვარ გადამწყვეტი გოლით, „იუვეში“ პირველი ტიტული მოვიგე და 2019 წელი კარგად დაიწყო. ახლა მშვიდად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ეტაპობრივად ვიაროთ. ეს გოლი ეძღვნება ტიფოზებს, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გუნდს და საერთოდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც „იუვე“ და რონალდუ უყვართ“, - თქვა პორტუგალიელმა Rai Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" 2018 წლის იტალიის სუპერთასის მატჩში რონალდუს 61-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით "მილანი" დაამარცხა და აღნიშნული ჯილდო ისტორიაში მერვედ მოიგო. აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ კარიერაში 30-ე ფინალი ითამაშა და მე-19 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108223